четверг, 8 июня 2017 г.

”რა? სად? როდის?”


2017 წლის 2 ივნისს გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ეროვნული არქივის ინტელექტუალური თამაში (სპორტული ვერსია) - ”რა? სად? როდის?”, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან და კუთხეებიდან ჩამოსული 63 სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის ჩვენი კლუბი ”დავითისანი” იყო.
ჩვენმა გუნდმა 63-დან რეიტინგული ქულით 29 ადგილი დაიკავა. ეს არც თუ სახარბიელო ადგილია, მაგრამ მთავარი ხომ მონაწილეობაა....

ეროვნული სამოსის დღე.


ეროვნული სამოსის დღე, 18 მაისი ისტორიის  კლუბმა  ”დავითისანი” - აღნიშნა  ფილმების ჩვენებით. ფილმები შეეხო  ტრადიციული სამოსის კერვას, ხალხურ რეწვას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სიახლეებს.  ფილმების ჩვენება გაიმართა კლუბის ყველაზე პატარა წევრებისათვის მე-7/მე-8 კლასელი მოსწავლეებისათვის.  მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს სამოსის ტიპების,  მისი შექმნის წესების და ტრადიციული გაფორმების შესახებ.  კლუბის ზოგიერთმა წევრმა თანამედროვე ეროვნული სამოსის ხილვისას (მაგ: ნ. გელაშვილი, ი ჯამაგიძე)  აღნიშნა, რომ  სიამოვნებით ჩაიცვამენ  ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ დეტალს, იმდენად ლამაზია და მოსწონთ.


გამოფენაზე....



საქართველოს პირველი რესპუბლიკა - ამ თემას შეეხო საქართველოს სახელმწიფო არქივის მოძრავი გამოფენა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 24-31 მარტს  რუსთავის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროგრამა განკუთვნილი იყო მე-9/მე-11 კლასების მოსწავლეთათვის.
აქვე, გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ინტელექტუალური თამაში ”ჯეოპარდის” ფორმატში, რომელმაც საკმაოდ გაამხიარულა მოსწავლეები.

დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ აქ:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

დავითისანი ”ეტალონში”

კლუბ ”დავითისანის” ინიციატივით,  წელს ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ -  ”ეტალონის” სასკოლო და რეგიონულ ჩემპიონატებში. სასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდა მე-8/მე-11 კლასების 60-მდე მოსწავლე.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მოსწავლემ მიიღო გადასასვლელად საკმარისი რაოდენობის ქულები, კონკურენცია იმდენად  მაღალი დონისა იყო, რომ რეგიონულ ჩემპიონატში გადავიდა მხოლოდ ერთი მოსწავლე - მე-8 კლასელი გიორგი გიგილაშვილი.
პროექტი  ჩატარდა კარგად  ორგანიზებულად. იგი  მიმდინარეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მხარდაჭერით.
სურვილი გვაქვს, კიდევ გავაგრძელოთ ამ და სხვა მსგავს ჩემპიონატებში მონაწილეობა.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ინფორმაცია

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი


ხელნაწერ წიგნზე მუშაობის პროცესი




პირველი ქართული ხელნაწერი წიგნები


21. 12 2016  წელს გაიმართა ისტორიის კლუბის მორიგი სხდომა. თემაზე: ”ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები”.  სხდომაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს სხვადასხვა დაინტერესებული პირი, მათ შორის - თავიანთი თანატოლები, სკოლის ხელმძღვანელები, ქართულის მასწავლებლები.  
მოსწავლეებმა ამ თემაზე  თავიანთი ხელით დამზადებული ფლაერები გაავრცელეს,  წარმოადგინეს მეტად საინტერესო პრეზენტაციები. კერძოდ,
1.  ხელნაწერი წიგნის ისტორია 
2.   ქართული სამწიგნობრო კერები  საქართველოსა და მსოფლიოში
3. ათონის მთა, ჯვრის მონასტერი, პეტრიწონი, შავი მთა. 
4. პირველი ხელნაწერების სახეობები - საერო და სასულიერო ხასიათის წიგნები. 
5. ხელნაწერი წიგნების დამზადების ტექნიკა. 

დაიბადა იდეა -  მოსწავლეთა ხელით შექმნილიყო  ხელნაწერი წიგნი. ეს საქმე ითავა, ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ნინო პუგამ. 

---------------------
დამატებითი მასალები იხილეთ აქ:
1. განცხადება კლუბის ღონისძიებაზე


რუსთავის მუზეუმში

18. 11. 2017 წ.   ”დავითისანმა” მონაწილეობა მიიღო რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის  საგანმანათლებლო პროექტში -  ”სახალისო არქეოლოგია”.  პროექტი მართლა ძალიან  სახალისოა. ამ დროს მოსწავლეები თავად ხდებიან ”არქეოლოგები”,  აწარმოებენ არქეოლოგიურ გათხრებს,  ეძებენ, პოულობენ, იკვლევენ. როგორც თავად აღნიშნავენ,  ეს პროცესი მათ სიამოვნებას ანიჭებს. გოგონები  ”მოპოვებული” სამკაულები ხელზეც  მოისინჯეს..


დამატებითი ფოტომასალა იხილეთ აქ.
ისევ მუზეუმი. ”სახალისო არქეოლოგია”

საორგანიზაციო საკითხების შესახებ

კლუბის მეორე სხდომა გაიმართა ოქტომბრის მეორე  კვირაში, 2016 წლის 14 ოქტომბერს.
სხდომას დაესწრნენ კლუბის წევრები
საკითხები:
1. ცვლილებები სამუშაო გეგმაში და მისი  დამტკიცება.
2. კლუბის სიმბოლიკის საკითხი. (ემბლემა, სლოგანი)..

დამატებითი მასალები იხილეთ აქ
1. ლოგო
2. კლუბის მოწმობის ნიმუში (შიდაპირი)
3. საინფორმაციო განაცხადი კლუბის შესახებ.


დამფუძნებელი სხდომა

2016 წლის 7 ოქტომბერს  შეიკრიბა ისტორიის კლუბის, ”დავითისანის” დამფუძნებელი სხდომა.
სხდომას დაესწარნენ კლუბის პირველი წევრები. აგრეთვე,  სკოლის დირექცია და სხვა დაინტერესებული პედაგოგები. 

პირველ სხდომაზე განხილული იქნა კლუბის წესდება.  შემუშავდა პირველი სამუშაო გეგმა.  ასევე, მოგვარდა საორგანიზაციო საკითხები. 

დამატებითი მასალები იხილეთ აქ:

1. პრეზენტაცია
2. კლუბის საინფორმაციო ბროშურა