1.ზოგადი დებულებები
1.1 რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი „დავითისანი” დაფუძნებულია თვითმმართველობის პრინციპით და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს საფირმო სახელწოდება, აგრეთვე, შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, რუსთავი, ვაჟა ფშაველას ქუჩა №5 სსიპ რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პატრიოტული გრძნობების განმტკიცებას, წარსულის პატივისცემას, სკოლაში აქტიური მოსწავლეების აღმოჩენას და მათი ინიციატივების განხორციელებას პროექტების და სხვა ღონისძიებების სახით.
2.2 სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას სკოლის, ადგილობრივი თემისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
2.3 მოსწავლეებში შრომითი უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.
2.4 ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებას და ხელშეწყობას.
2.5 კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზებას, მოსწავლეთა აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა და პასუხიმგებლობის ამაღლება-გამოვლენას.
2.6 ინტელექტუალური, კულტურული და სხვა ღონისძიებების და კონკურსების ორგანიზებას.
2.7 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას.

კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება კლუბის მიზნებსა და ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ არღვევს საქართველოს კანონებს.
3. სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
3.1 კლუბის ფუნქციონირება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობაზე, თანასწორობასა და თვითმმართველობის პრინციპზე, აგრეთვე, თავისუფალ სიტყვაზე.
3.2 კლუბის წესდება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც დამტკიცდება სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, როგორც სტანდარტ-ზევით მომსახურების სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი.
3.3 კლუბს აქვს თავისი ლოგო და სლოგანი.
3.3 კლუბს აქვს თავისი ლოგო და სლოგანი.
4. კლუბის წევრები.
4.1 კლუბის წევრი შეიძლება იყოს ყველა მოსწავლე მე-7/მე-12 კლასიდან, რომელსაც უყვარს ისტორია, პატივს სცემს წარსულს, ეროვნულ ტრადიციებს, დაინტერესებულია საზოგადოებრივი საქმიანობით, სურს საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით და სხვ.
4.2 კლუბის წევრები არიან კლუბის დამაარსებლები და მათ აქვთ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.
4.3 კლუბის წევრებს აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები.
4.4 კლუბში გაწევრიანება ხდება კლუბის სხდომაზე განაცხადების საფუძველზე.
4.5 კლუბის სხდომაზე გაწევრიანების მსურველი პირი უნდა წარდგეს პირადი განცხადებით ან შეავსოს ბლოგზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა.
4.6 კლუბიდან გარიცხვა შეიძლება, როცა:
1. დაირღვევა კლუბის წესდება.
2. პირადი განცხადების საფუძველზე.
3. კლუბის წევრთა საერთო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე
5. კლუბის წევრთა უფლება-მოვალეობები:
5.1 მიიღონ მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში
5.2 აირჩიონ კლუბის ხელმძღვანელი და თავად იქნან არჩეული
5.3 მიაწოდონ წინადადებები კლუბის ხელმძღვანელ ორგანოს კლუბის მუშაობასთან დაკავშირებით.
5.4 მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია კლუბთან დაკავშირებით.
5.5 მოიძიონ ინფორმაციები სხვადასხვა გზით და გაავრცელონ.
5.6 გამოიყენონ ისტ-ი. შექმნან ბლოგები, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, დაამყარონ ურთიერთკავშირები საქართველოს და უცხო ქვეყნების მოსწავლეებთან.
5.7.აქტიურად შეისწავლონ და წარმოაჩინონ საქართველოს და მათთვის საინტერესო ქვეყნების მდიდარი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
6. კლუბის ხელმძღვანელი ორგანოები

1. კლუბის პრეზიდენტი
6.1.1 კლუბის წევრები ფარული კენჭისყრით ირჩევენ კლუბის პრეზიდენტს.
6.1.2 კლუბის პრეზიდენტი ირჩევა ერთი წლის ვადით
6.1.3 კლუბის წევრთა 2/3/-ს პრეზიდენტის გადაყენების პროცესის დაწყება შეუძლია. შემდეგ საკითხი განიხილება საბჭოზე და საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს კლუბის წევრთა სხდომას.
6.1.4 პრეზიდენტის გადაყენება შესაძლებელია:
1. პირადი განცხადების საფუძველზე.
2. კლუბის წევრთა ნახევარზე მეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6.1.5 კლუბის პრეზიდენტი უფლებამოსილია:
1. ჩაატაროს კლუბის სხდომა და მოამზადოს მასალა სხდომისათვის
2. უხელმძღვანელოს კლუბის საბჭოს, დაამტკიცოს საბჭოს გადაწყვეტილებები და წარადგინოს კლუბი სკოლის წინაშე
3. მართოს კლუბი სხდომებს შორის პერიოდში
4. მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები
5.უფლებამოსილია უარი თქვას დაკავებულ თანამდებობაზე და წერილობით აცნობოს კლუბის წევრებს
4. მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები
5.უფლებამოსილია უარი თქვას დაკავებულ თანამდებობაზე და წერილობით აცნობოს კლუბის წევრებს
2. კლუბის სპიკერი
2.1 კლუბის სპიკერი (მდივანი) აირჩევა კლუბის წევრების მიერ ერთი წლის ვადით.
2.2 კლუბის მდივანი შეიძლება განთავისუფლებული იქნას პირადი განცხადების საფუძველზე.
2.3 მდივანი უფლებამოსილია:
1. ამცნოს კლუბის წევრებს კლუბის სხდომათა თარიღები და თემატიკა
2. აწარმოოს სხდომათა ოქმები და გამოაქვეყნოს კლუბის ყოველწლიური ანგარიშები.
3. კლუბის მოღვაწეობის შესახებ ამცნოს სკოლის მმართველ ორგანოს, მოაწეროს ხელი კლუბის სახელით აუცილებელ დოკუმენტებზე.
4. უარი თქვას დაკავებულ თანამდებობაზე და ამცნოს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას.
3.
მედიასახლის მენეჯერი
3. ვალდებულია
1. საჭირო შემთხვევაში გამოუშვას კლუბის ბიულეტენი, პოსტერი და სხვა.
2. უხელმძღვანელოს კლუბის პერიოდულ ორგანოს.
3.2 მოამზადოს კლუბის მუშაობასთან დაკავშირებული მასალები პოსტერი, ელ./ორგანო.
3.3 მიიღოს მედია-ინფორმაციასთან დაკავშირებული ოპერატიული გადაწყვეტილებები
3.4 უფლებამოსილია უარი თქვას დაკავებულ თანამდებობაზე და წერილობით აცნობოს კლუბის წევრებს
3.4 უფლებამოსილია უარი თქვას დაკავებულ თანამდებობაზე და წერილობით აცნობოს კლუბის წევრებს
4. კლუბის საბჭო
4.1
საბჭოს წევრებია
1. კლუბის პრეზიდენტი
2. კლუბის სპიკერი
3. მედია-სახლის მენეჯერი
4. კლუბის კოორდინატორი პედაგოგი
4.2 კლუბის საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ხელმძღვანელ ორგანოს.
4.3
კლუბის საბჭო იკრიბება საჭიროებისამებს.
4.4
კლუბის საბჭო
1. ასრულებს ორგანიზაციულ ფუნქციას
2. ამტკიცებს და ცვლის წესდებას
3. წაახალისებს კლუბის წევრებს, პასუხისმგებლობას აკისრებს მათ
4. წყვეტს ნებისმიერ პრობლემას კლუბის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
5. ყველა გადაწყვეტილება მიიღება კლუბის საბჭოს წევრთა უმრავლესობით
6. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კლუბის პრეზიდენტი.
7. კლუბის სამუშაო გრაფიკი
7.1 კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ
7.2 კლუბის წევრების დაკომპლექტების შემდგომ პირველივე შეხვედრაზე დგინდება შეხვედრების დღე.
7.3 კლუბის საბჭო ვალდებულია გამოაკრას მუშაობის განრიგი და შეხვედრის ადგილი.
7.4 კლუბი ვალდებულია წინასწარ გაწეროს საჩვენებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ერთი სასწავლო წლის მანძილზე არა უმცირეს ¾-ისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий