მოსწავლეთა სასკოლო კლუბი

 რა არის სასკოლო კლუბი?


კლუბი  (ინგლ.  club) – საზოგადოებრივი გაერთიანება, საერთო ინტერესებით (სამეცნიერო, სპორტული, მხატვრული, პოლიტიკური და ა.შ.)  დაკავშირებულ ადამიანთა  ერთობა. 

(უცხო სიტყვათა ლექსიკონი.)

სასკოლო კლუბი მოსწავლეთა დასვენების და თავისუფალი დროის ორგანიზების ერთ-ერთი ფორმაა. ასეთი გაერთიანებები ეხმარება მოსწავლეებს (და არა მხოლოდ მათ) ყოველმხრივ განვითარებასა და აღზრდაში.  სასკოლო კლუბებს შეუძლიათ მოიცვან სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა მოღვაწეობის მრავალფეროვანი სახეებით. ეს ნიშნავს - გამოავლინო მათი უნარები და მისცე შესაძლებლობები ამ უნარების განვითარებისათვის. 

იმდენად, რამდენადაც სასკოლო კლუბი, ჩვეულებრივ,  აერთიანებს განსხვავებული კლასებისა და განსხვავებული ასაკის მოსწავლეებს, ის ორგანიზებას უკეთებს  სკოლაში შერეული ასაკის მოსწავლეთა ერთობლივ მუშაობას და ამ საქმიანობით ამყარებს და აძლიერებს  მოსწავლეთა საერთო-სასკოლო კოლექტივს. 

კლუბის მუშაობას საფუძველში უდევს თვითმმართველობის პრინციპი. ამიტომ კლუბის წევრები თავად ირჩევენ  მუშაობის შინაარსსა  და   ფორმებს.

თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო მიმართულია თავისუფალი, ინიციატივიანი, შემოქმედებითი, მაღალსულიერი და ინტელექტუალური პიროვნების  ფორმირებაზე.  კლუბის მიზანია - დაეხმაროს მოზარდს, მისცეს დამატებითი განათლება, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის, სამოქალაქო ცნობიერების  ამაღლებისათვის.

მასწავლებელი დასმული ამოცანის გადაწყვეტაში მოსწავლეებს ეხმარება გაკვეთილებზე და არასაგაკვეთილო აღმზრდელობითი მუშაობის დროს. ამასთან, უფრო შედეგებს აღწევენ პედაგოგები, რომელთაც შეუძლიათ ბავშვებთან არაფორმალური ურთიერთობების ორგანიზება. 

მოზარდებში დიდია თანატოლებთან ურთიერთობის წყურვილი.  თუმცა ხშირად ამ წყურვილს მივყავართ შემთხვევით ნაცნობობასთან, არაკეთილსასურველ გავლენასთან. მწვავედ დგება მოსწავლეთა თავისუფალი დროის,  აქტიური დასვენების საკითხი. აუცილებელია, მათი ყურადღება გადატანილ იქნას ყოველივე უარყოფითი,  საშიში საგნებიდან და მოვლენებიდან სხვა მიმართულებით. ჩვენ კლუბებში მიწვევით უნდა დავეხმაროთ ბავშვებს გონივრულად  და  საინტერესოდ გაატარონ თავისუფალი  დრო.

ზოგადი საკითხები

  1. კლუბი  საერთო ინტერესების მიხედვით გაერთიანებულ მოსწავლეთა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. 
  2. კლუბის მოღვაწეობას ხელმძღვანელობს პედაგოგი-კურატორი კლუბის ლიდერთან ერთად სკოლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
  3. კლუბის ოფიციალური საპრეზენტაციო სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც,  ხოლო არაოფიციალური სამუშაო შეხვედრები  კურატორისა და მოსწავლეების  შეთანხმებით.
  4. კლუბის გამგეობა ამტკიცებს სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს მის შესრულებას. ანგარიშს აბარებს წელიწადში ორჯერ, სემესტრის ბოლოს.
  5. კლუბის გამგეობა განიხილავს კლუბის წინაშე დასმული ამოცანების რეალიზაციის საკითხებს,  განიხილავს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების განრიგს, ისმენს ანგარიშებს გამგეობის წევრების მუშაობასთან დაკავშირებით, კლუბის წევრთა შორის ანაწილებს მუდმივ და დროებით დავალებებს, ეხმარება მათ შესრულებაში და ახორციელებს კონტროლს, წყვეტს კლუბის წევრთა წახალისების საკითხებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий