четверг, 20 июня 2019 г.

ზაფხულის არდადეგები



ბავშვებო, ამ წელს  ჩვენმა კლუბმა  სეზონი დახურა.  იწყება  ხალისიანი საზაფხულო არდადეგები. მინდა გისურვოთ ბედნიერი დასვენება, ახალი ენერგიითა და იმედებით უკან დაბრუნება. თქვენ გელოდებათ თქვენი მე-12 სკოლა.  იმედია, მომავალ წელს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო ნაყოფიერი და საინტერესო ცხოვრება გვექნება კლუბში.

ბედნიერი საზაფხულო არდადეგები!!!..

 და ახალი საინტერესო და სახალისო პროექტი

ბავშვებო, ჩვენი ქვეყანა საოცრად მშვენიერია. საქართველო სამოთხის ყვავილია. მინდა ეს მშვენიერება თქვენ თავად  შეიგრძნოთ და მეც   დამანახოთ თქვენი თვალით დანახული მშვენიერი საქართველო.  არდადეგებზე ბევრი თქვენგანი დაისვენებს საკუთარ სოფელში,  მეგობართან,  ზღვაზე თუ მთაში,   გექნებათ შესაძლებლობა გადაიღოთ ბუნების მშვენიერი ადგილები.  დააფიქსიროთ საინტერესო ადამიანები და ისტორიული ადგილები. ნუ დაიზარებთ! იაქტიურეთ!  ნათქვამია, "უქმად ყოფნას ცუდად შრომა ჯობიაო".  მაშ, მიიღეთ მონაწილეობა ახალ და სახალისო  სოციალურ პროექტში   "ჩემი წილი  საქართველო".   ატვირთეთ  თქვენი ფოტოები მოცემულ ლინკზე და მიიღეთ სიურპრიზები... 

Made with Padlet

среда, 12 июня 2019 г.

ქართველი მოგზაურები (მოსწავლეთა კონფერენცია)

2019 წ. 5 ივნისს  ისტორიის კლუბის ინიციატივით ჩატარდა   მოსწავლეთა კონფერენცია  "ქართველი მოგზაურები".  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა,  კერძოდ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებმა.  მათ მოიძიეს ინფორმაციები ნაცნობ და უცნობ 9 ქართველ მოგზაურზე.  მოცემული ინფორმაციების მიხედვით  და ელექტრონულ პროგრამა TRIPLINE.NET - დააზუსტეს მარშრუები რუკაზე.  ასევე შეადარეს მარკო პოლოსა და ჩახრუხაძის მარშრუტებები.  მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ქართველ მოგზაურებს არანაკლები ღვაწლი მიუძღვით მსოფლიოს კვლევასა და შესწავლაში, ვიდრე სხვა დიდ და პატარა მოგზაურებს.  შესაძლოა უფრო მეტადაც აღემატებოდა ზოგიერთი ქართველის ღვაწლი ამ მხრივ, თუმცა მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა  მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილნი ან საერთოდ უცნობნი არიან.

ქართველ მოგზაურთა მარშრუტები


    10 მიზეზი,  თუ „რატომ უნდა იმოგზაუროს ადამიანმა?“
  1. მოგზაურობა საუკეთესოწამალიჯანმრთელობისთვის
  1. მოგზაურობა საუკეთესო გზაცხოვრებისეული გამოცდილებებისთვის
  1. მოგზაურობისას  ხდები უფრო ტოლერანტული და მეგობრული
  1. მოგზაურობა ქმნის ურთიერთობებს და მეგობრებს
  1. მოგზაურობა ხელს გიწყობს საკუთარი თავის აღმოჩენაში
  1. მოგზაურობა საუკეთესო მთხრობელი
  1. მოგზაურობა ხელს უწყობს სიახლის მიღებადა გააზრება
  1. მოგზაურობა  გეხმარება შეიცნო  და დააფასო საკუთარი სიმდიდრე“
  1. მოგზაურობა გეხმარება განათლებაში
  1. მოგზაურობისას  ხვდები, რომ ახლა, შენი დროა!...
 

 


ეროვნული გმირები - მერაბ კოსტავა

24 მაისს  ისტორიის კლუბ "დავითისანის"  აქტივობა მიეძღვნა ეროვნულ გმირებს.  სკოლაში  ჩატარდა გამოკითხვა 7-11 კლასებში. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:

  1. რა იციან ეროვნული გმირების შესახებ? 
  2. რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომ ეროვნულ გმირად იქცეს ბოლოს? 
  3. რამდენი ეროვნული გმირი ჰყავს საქართველოს? 
  4. თუ იციან რომელიმე მათგანის შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაცია? 
პასუხები ძალიან საინტერესო იყო. ერთ რამეში მოსწავლეები თანხმდებოდნენ, რომ ეროვნული გმირები ძლიერები, უშიშრები,  ქვეყნისა და ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან.

კლასებში ჩატარდა საუბრები ეროვნულ გმირებზე. მოსწავლეები ასევე გაეცნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს და გაარკვიეს, თუ რა შემთხვევაში და ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული გმირი. დაათვალიერეს თითოეული ეროვნული გმირის ფოტოები და მოისმინეს მოკლე ინფორმაციები მათ შესახებ.  ასევე დაათვალიერეს სახელმწიფო ჯილდოების ვიზუალი.

გამოყენებული მასალები:
საქართველოს ეროვნული გმირები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

მოგვიანებით,  ჩვენი კლუბისა  და ქ. რუსთავის საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულის" ერთობლივი აქტივობით ჩატარდა 26 მაისს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. კლუბის წევრებმა ნახეს ფილმი მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ თემაზე ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ჩქარეულმა. საღამოს დასასრულს  მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები, რომლებსაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი.  ეს დღე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი დღე იყო მოსწავლეთა ცხოვრებაში.