Показаны сообщения с ярлыком ეროვნული გმირები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ეროვნული გმირები. Показать все сообщения

среда, 12 июня 2019 г.

ეროვნული გმირები - მერაბ კოსტავა

24 მაისს  ისტორიის კლუბ "დავითისანის"  აქტივობა მიეძღვნა ეროვნულ გმირებს.  სკოლაში  ჩატარდა გამოკითხვა 7-11 კლასებში. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:

  1. რა იციან ეროვნული გმირების შესახებ? 
  2. რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომ ეროვნულ გმირად იქცეს ბოლოს? 
  3. რამდენი ეროვნული გმირი ჰყავს საქართველოს? 
  4. თუ იციან რომელიმე მათგანის შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაცია? 
პასუხები ძალიან საინტერესო იყო. ერთ რამეში მოსწავლეები თანხმდებოდნენ, რომ ეროვნული გმირები ძლიერები, უშიშრები,  ქვეყნისა და ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან.

კლასებში ჩატარდა საუბრები ეროვნულ გმირებზე. მოსწავლეები ასევე გაეცნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს და გაარკვიეს, თუ რა შემთხვევაში და ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული გმირი. დაათვალიერეს თითოეული ეროვნული გმირის ფოტოები და მოისმინეს მოკლე ინფორმაციები მათ შესახებ.  ასევე დაათვალიერეს სახელმწიფო ჯილდოების ვიზუალი.

გამოყენებული მასალები:
საქართველოს ეროვნული გმირები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

მოგვიანებით,  ჩვენი კლუბისა  და ქ. რუსთავის საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულის" ერთობლივი აქტივობით ჩატარდა 26 მაისს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. კლუბის წევრებმა ნახეს ფილმი მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ თემაზე ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ჩქარეულმა. საღამოს დასასრულს  მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები, რომლებსაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი.  ეს დღე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი დღე იყო მოსწავლეთა ცხოვრებაში.