среда, 12 июня 2019 г.

ამ წლის პირველი სხდომა

2018 წლის 10/X ჩატარდა "დავითისანის" პირველი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა საკითხები: 
1. კლუბის მუშაობის გასული სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მომენტების გახსენება
2. კლუბის ახალი არჩევნების ჩატარება
3. კლუბის სამუშაო გეგმის წარდგენა
4. “ვაზის ფესტივალი“ (გასული წლის პროექტის გაგრძელება) - ფოტოკონკურსის შესახებ

კლუბის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა მე-9 ა კლასის მოსწავლე ვალერი ბიბილეიშვილი. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს წლიური სამუშაო გეგმა. 
კლუბის პირველ სხდომაზევე გაიხსენეს გასული წლის ვაზის ფესტივალი და გადაწყვიტეს მისი განსხვავებული ფორმით გაგრძელება. 



пятница, 13 октября 2017 г.

პირველი შეხვედრა

კლუბი ”დავითისანის”  პირველი შეხვედრა. 

2017/2018 სასწავლო წლის 27 სექტემბერს  გაიმართა

განსახილველი საკითხები:

1. კლუბის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
2. წლის სამუშაო გეგმის განხილვა
3. 26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე. (ინფორმირება)
4. 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. (საუბარი)
5. E-twinning-ის პლატფორმის გაცნობა და პროექტის - ”ჩემი ქვეყნის უძველესი ხელნაწერები” -  პრეზენტაცია და მასში ჩართვა.  (აქტივობების დაგეგმვა.)


четверг, 8 июня 2017 г.

”რა? სად? როდის?”


2017 წლის 2 ივნისს გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ეროვნული არქივის ინტელექტუალური თამაში (სპორტული ვერსია) - ”რა? სად? როდის?”, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან და კუთხეებიდან ჩამოსული 63 სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის ჩვენი კლუბი ”დავითისანი” იყო.
ჩვენმა გუნდმა 63-დან რეიტინგული ქულით 29 ადგილი დაიკავა. ეს არც თუ სახარბიელო ადგილია, მაგრამ მთავარი ხომ მონაწილეობაა....

ეროვნული სამოსის დღე.


ეროვნული სამოსის დღე, 18 მაისი ისტორიის  კლუბმა  ”დავითისანი” - აღნიშნა  ფილმების ჩვენებით. ფილმები შეეხო  ტრადიციული სამოსის კერვას, ხალხურ რეწვას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სიახლეებს.  ფილმების ჩვენება გაიმართა კლუბის ყველაზე პატარა წევრებისათვის მე-7/მე-8 კლასელი მოსწავლეებისათვის.  მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს სამოსის ტიპების,  მისი შექმნის წესების და ტრადიციული გაფორმების შესახებ.  კლუბის ზოგიერთმა წევრმა თანამედროვე ეროვნული სამოსის ხილვისას (მაგ: ნ. გელაშვილი, ი ჯამაგიძე)  აღნიშნა, რომ  სიამოვნებით ჩაიცვამენ  ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ დეტალს, იმდენად ლამაზია და მოსწონთ.


გამოფენაზე....



საქართველოს პირველი რესპუბლიკა - ამ თემას შეეხო საქართველოს სახელმწიფო არქივის მოძრავი გამოფენა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 24-31 მარტს  რუსთავის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროგრამა განკუთვნილი იყო მე-9/მე-11 კლასების მოსწავლეთათვის.
აქვე, გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ინტელექტუალური თამაში ”ჯეოპარდის” ფორმატში, რომელმაც საკმაოდ გაამხიარულა მოსწავლეები.

დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ აქ:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

დავითისანი ”ეტალონში”

კლუბ ”დავითისანის” ინიციატივით,  წელს ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ -  ”ეტალონის” სასკოლო და რეგიონულ ჩემპიონატებში. სასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდა მე-8/მე-11 კლასების 60-მდე მოსწავლე.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მოსწავლემ მიიღო გადასასვლელად საკმარისი რაოდენობის ქულები, კონკურენცია იმდენად  მაღალი დონისა იყო, რომ რეგიონულ ჩემპიონატში გადავიდა მხოლოდ ერთი მოსწავლე - მე-8 კლასელი გიორგი გიგილაშვილი.
პროექტი  ჩატარდა კარგად  ორგანიზებულად. იგი  მიმდინარეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მხარდაჭერით.
სურვილი გვაქვს, კიდევ გავაგრძელოთ ამ და სხვა მსგავს ჩემპიონატებში მონაწილეობა.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ინფორმაცია

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი