среда, 12 июня 2019 г.

ქალთა დღეები საქართველოში - 3 და 8 მარტი.

 "ია-ია დაგიკრიფე
ლურჯთვალა და კოპწია
8 მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია.."



ეს სხდომა, რომელიც 6 მარტს ჩატარდა,  გაზაფხულის ზეიმებს - ქალთა დღეებს 3 და 8 მარტს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მოისმინეს 8 მარტის დაარსების ისტორია.  დაათვალიერეს დაათვალიერეს ფოტოები, რომელსაც "დედაშვილობა" ვუწოდეთ.  ასევე, მოისმინეს დედისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების წერილები, მოისმინეს თბილი და ტკბილი სიტყვებით გადმოცემული სენტიმენტალური გრძნობები დედებზე და პატარა  თავინთი შთაბეჭდილებების პანაწერებიც დაგვიტოვეს.

მასალა, რომელსაც გაეცნენ კლუბის წევრები





"დედაშვილობა" - ასე უწოდეს ამ ნახატებს კლუბის წევრებმა.

 

 



მოსწავლეთა ჩანაწერები:

 

ტრადიციად ქცეული პროექტი.



ქართული სახელმწიფო დროშის დღე -   პროექტი:  ”დაამზადე საქართველოს დროშა“ 
 ეს აქტივობა მივუძღვენით საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 14 იანვარს.  იგი ტრადიციულად ტარდება უკვე მეორე წელია და  როგორც წესი, პროექტში ებმება მთელი სკოლა - მოსწავლეებიან-მასწავლებლებიან-მშობლებიანად.
ჩატრდა საუბრები სახელმწიფო დროშასა და მის მნიშვნელობაზე.
დამზადდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები სახელმწიფო დროშის გამოსახულებით.
გავრცელდა ინფორმაციები, რომ ქართული დროშა არის ერთ-ერთი უძველესი დროშა მსოფლიოში, რომ ის თავისი სიძველით მეორე ადგილზე დგას ასაკით.
23 იანვარს გაიხსნა სასკოლო გამოფენა.
მოეწყო დროშის ხატვის გაკვეთილები დაწყებით საფეხურზე.
მოეწყო ინტერნეტპროექტი საქართველოს მასშტაბით სოციალურ ქსელ ფეისბუქში, რომელმაც როგორც გასულ წელს, ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გასული წლის პროექტში საქართველოს 15-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მასალები იხილეთ აქ:
დაამზადე საქართველოს დროშა
ჩვენი ალბომი იხილეთ აქ: 

ახალი პროექტის მასალები იხილეთ აქ:
დაამზადე საქართველოს დროშა - 2019 წ.

ჩვენი ალბომი ახალ პროექტში

ახალი წელი საქართველოში



2018 წლის 26 დეკემბერს  ჩატარდა ისტორიის კლუბის კიდევ ერთი სხდომა საინტერესო თემაზე: "ახალი წელი საქართველოსა და მსოფლიოში". სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო პრეზენტაცია. აგრეთვე მოსწავლეებმა ისაუბრეს მიიღეს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საახალწლო ტრადიციების შესახებ...

"ახალი წელი საქართველოსა და მსოფლიოში"

პროექტი: საქართველოს დედაქალაქები


28 ნოემბერს ისტორიის კლუბმა  "დავითისანი" - მოახდინა ახალი პროექტის "საქართველოს დედაქალაქების" პრეზენტაცია.  განსაკუთრებით აქტიურობდნენ მე-9 კლასელი მოსწავლეები. იყო წარმოდგენილი სამი პრეზენტაცია - თბილისის, ქუთაისის და მცხეთის შესახებ.   აქტიურობდნენ მარიამ ფუტკარაძე, სამირა ისაევა და სარა გულიევა. თითოეული პრეზენტაციის გარშემო წარიმართა საინტერესო საუბრები. სხდომის ბოლოს მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს თბილისის ხედების ფოტოგალერეა. ეს იყო ინტერნეტში გავრცელებული მასალა, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ისტორიული, მხატვრული, ტურისტული და სხვა მრავალი  თვალსაზრისითაც.

წარმოდგენილი პრეზენტაციები:
თბილისის ისტორია

საქართველოს დედაქალაქები


თბილისის ალბომი


პროექტი: ”ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...“

პროექტის ფარგლებში სკოლაში ოქტომბერ-ნოემბრის გზაგასაყარზე, კერძოდ,  31 ოქტომბერს გაიხსნა  ფოტოგამოფენა, რომელშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი თვალით დანახული ვაზი და საქართველო.. ფოტოგამფენის მოწყობამდე მათ გაიხსენეს გასულ წელს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოწყობილი ექსკურსია, სადაც მოისმინეს ლექცია თემაზე: "მევენახეობა და მეღვინეობა რუსთავსა და ქვემო ქართლში"
დამზადდა ულამაზესი მოსაწვევები, სიგელები, რომლითაც დაჯილდოვდნენ გამოფენის მონაწილეები.




ექსკურსიის მნიშვნელოვანი მომენტების პრეზენტაცია კლუბის სხდომაზე.


გამოფენა-სტენდი: "ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ!.."

ამ წლის პირველი სხდომა

2018 წლის 10/X ჩატარდა "დავითისანის" პირველი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა საკითხები: 
1. კლუბის მუშაობის გასული სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მომენტების გახსენება
2. კლუბის ახალი არჩევნების ჩატარება
3. კლუბის სამუშაო გეგმის წარდგენა
4. “ვაზის ფესტივალი“ (გასული წლის პროექტის გაგრძელება) - ფოტოკონკურსის შესახებ

კლუბის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა მე-9 ა კლასის მოსწავლე ვალერი ბიბილეიშვილი. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს წლიური სამუშაო გეგმა. 
კლუბის პირველ სხდომაზევე გაიხსენეს გასული წლის ვაზის ფესტივალი და გადაწყვიტეს მისი განსხვავებული ფორმით გაგრძელება. 



пятница, 13 октября 2017 г.

პირველი შეხვედრა

კლუბი ”დავითისანის”  პირველი შეხვედრა. 

2017/2018 სასწავლო წლის 27 სექტემბერს  გაიმართა

განსახილველი საკითხები:

1. კლუბის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
2. წლის სამუშაო გეგმის განხილვა
3. 26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე. (ინფორმირება)
4. 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. (საუბარი)
5. E-twinning-ის პლატფორმის გაცნობა და პროექტის - ”ჩემი ქვეყნის უძველესი ხელნაწერები” -  პრეზენტაცია და მასში ჩართვა.  (აქტივობების დაგეგმვა.)