2019 წ. 5 ივნისს ისტორიის კლუბის ინიციატივით ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია "ქართველი მოგზაურები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა, კერძოდ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებმა. მათ მოიძიეს ინფორმაციები ნაცნობ და უცნობ 9 ქართველ მოგზაურზე. მოცემული ინფორმაციების მიხედვით და ელექტრონულ პროგრამა TRIPLINE.NET - დააზუსტეს მარშრუები რუკაზე. ასევე შეადარეს მარკო პოლოსა და ჩახრუხაძის მარშრუტებები. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ქართველ მოგზაურებს არანაკლები ღვაწლი მიუძღვით მსოფლიოს კვლევასა და შესწავლაში, ვიდრე სხვა დიდ და პატარა მოგზაურებს. შესაძლოა უფრო მეტადაც აღემატებოდა ზოგიერთი ქართველის ღვაწლი ამ მხრივ, თუმცა მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილნი ან საერთოდ უცნობნი არიან.
ქართველ მოგზაურთა მარშრუტები
ქართველ მოგზაურთა მარშრუტები
10 მიზეზი, თუ „რატომ უნდა იმოგზაუროს ადამიანმა?“
- მოგზაურობა საუკეთესო „წამალია“ ჯანმრთელობისთვის
- მოგზაურობა საუკეთესო
გზაა ცხოვრებისეული
გამოცდილებებისთვის
- მოგზაურობისას ხდები უფრო
ტოლერანტული
და
მეგობრული
- მოგზაურობა
ქმნის
ურთიერთობებს
და
მეგობრებს
- მოგზაურობა ხელს გიწყობს საკუთარი
თავის
აღმოჩენაში
- მოგზაურობა საუკეთესო
მთხრობელია
- მოგზაურობა ხელს უწყობს სიახლის მიღებას და გააზრებას
- მოგზაურობა
გეხმარება შეიცნო და დააფასო „საკუთარი
სიმდიდრე“
- მოგზაურობა გეხმარება განათლებაში
- მოგზაურობისას ხვდები, რომ ახლა, შენი
დროა!...
ჩემი აზრით სწავლისადმი ასეთი მიდგომა ბავშვს უღრმავებს საგნისადმინინტერესს და აგრეთვე საგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.ჩემი აზრით ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები რათა უფრო მეტი ბავშვის ყურადღება გამოიწვიოს საგანმა
ОтветитьУдалитьგენაცვალე. დიდი მადლობა
Удалитьასეთი ტიპის სამუშაოები ჩემთვის,როგორც პროექტში ერთ-ერთი მონაწილისთვის ფართო განვითარების საშუალებას იძლევა და ამისთვის დიდი მადლობა ამ პროექტს 💜💜💜
ОтветитьУдалитьძან კარგია რომ.ასეთი პროექტები ტარდება მივესალმები მეტ ცოდნას და განვითარებას შეუწყობს ხელს რაც შეიძლება ყველამ უნდა მიიღო მონაწიწლობა.წარმატებები
ОтветитьУдалитьისტორიის კლუბი ჩემს სკოლაში 2016 წლიდან არსებობს. მახსოვს, კლუბის პირველ შეხვედრაზე, როცა, მასწავლებელმა კლუბის მიზნები და ინიციატივები გაგვაცნო, ცოტა შემეშინდა და ყველაფერი რთული მომეჩვენა, თუმცა ბავშვების ერთად დგომითა და კლუბის კურატორის დახმარებით ბევრი სახალისო და საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ღონისძიებების დაგეგმვა, შემდეგ იყო ემოციები, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდებოდა.
ОтветитьУдалитьვთვლი, რომ აუცილებელია ისტორიის კლუბების პოპულარიზაცია, რადგან მისი საშუალებით ვიღებთ საჭირო გამოცდილებას და ვხდებით უფრო რაციონალურები, კომუნიკაბელურები და მიზანდასახულები, ის გვეხმარება ასევე, მოქალაქეობრივი პოზიციის გამომუშავებასა და ცნობიერების ამაღლება-განვითარებაში