среда, 12 июня 2019 г.

"ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული..."

ისტორიის კლუბის მორიგი აქტივობა  თბილისში 1989 წლის 9 აპრლის ტრაგედიას მიეძღვნა. 8 აპრილს ჩატარდა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია "ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული...".  მოსწავლეებმა წარმოადგინეს აპრილის დღეების ქრონიკა, წაიკითხეს ლექსები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპულთა სულები, თითოეულ მათგანს სანთელი დაუნთეს სულის საოხად.  კლუბის წევრებმა ისაუბრეს  იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის მიზეზებსა და შედეგებზე.  საღამოს ბოლოს მათ მაყურებელთან და უფროს მასწავლებლებთან ერთად შთაბეჭდილების ფურცელზე გადმოსცეს თავიანთი აზრები და გრძნობები საუკუნის  დანაშაულის მიმართ.



 

2 комментария:

  1. ხათუნა ჩუთლაშვილი19 июня 2019 г. в 09:39

    ისტორიის კლუბ „დავითისანის“ აქტიური წევრია ჩემი შვილი თინათინ ძაბუნიძე. მისთვის ეს კლუბი ახალი გარემოა, სადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი სწავლობენ არა მხოლოდ საგანს, არამედ ეს აქტივობები ეხმარება მათ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. სასკოლო კლუბი ის პლატფორმაა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ. საკლუბო მუშაობის ეტაპზე ბავშვებმა შეძლეს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებების საფუძველზე ჩამოეყალიბებინათ კლუბის საქმიანობის შედეგები. მსგავსი კლუბები საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა, ისწავლონ გუნდურობა, თანამშრომლობა და აიმაღლონ ზოგადი უნარ-ჩვევები თუ პასუხისმგებლობა

    ОтветитьУдалить