четверг, 20 июня 2019 г.

ზაფხულის არდადეგები



ბავშვებო, ამ წელს  ჩვენმა კლუბმა  სეზონი დახურა.  იწყება  ხალისიანი საზაფხულო არდადეგები. მინდა გისურვოთ ბედნიერი დასვენება, ახალი ენერგიითა და იმედებით უკან დაბრუნება. თქვენ გელოდებათ თქვენი მე-12 სკოლა.  იმედია, მომავალ წელს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო ნაყოფიერი და საინტერესო ცხოვრება გვექნება კლუბში.

ბედნიერი საზაფხულო არდადეგები!!!..

 და ახალი საინტერესო და სახალისო პროექტი

ბავშვებო, ჩვენი ქვეყანა საოცრად მშვენიერია. საქართველო სამოთხის ყვავილია. მინდა ეს მშვენიერება თქვენ თავად  შეიგრძნოთ და მეც   დამანახოთ თქვენი თვალით დანახული მშვენიერი საქართველო.  არდადეგებზე ბევრი თქვენგანი დაისვენებს საკუთარ სოფელში,  მეგობართან,  ზღვაზე თუ მთაში,   გექნებათ შესაძლებლობა გადაიღოთ ბუნების მშვენიერი ადგილები.  დააფიქსიროთ საინტერესო ადამიანები და ისტორიული ადგილები. ნუ დაიზარებთ! იაქტიურეთ!  ნათქვამია, "უქმად ყოფნას ცუდად შრომა ჯობიაო".  მაშ, მიიღეთ მონაწილეობა ახალ და სახალისო  სოციალურ პროექტში   "ჩემი წილი  საქართველო".   ატვირთეთ  თქვენი ფოტოები მოცემულ ლინკზე და მიიღეთ სიურპრიზები... 

Made with Padlet

среда, 12 июня 2019 г.

ქართველი მოგზაურები (მოსწავლეთა კონფერენცია)

2019 წ. 5 ივნისს  ისტორიის კლუბის ინიციატივით ჩატარდა   მოსწავლეთა კონფერენცია  "ქართველი მოგზაურები".  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა,  კერძოდ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებმა.  მათ მოიძიეს ინფორმაციები ნაცნობ და უცნობ 9 ქართველ მოგზაურზე.  მოცემული ინფორმაციების მიხედვით  და ელექტრონულ პროგრამა TRIPLINE.NET - დააზუსტეს მარშრუები რუკაზე.  ასევე შეადარეს მარკო პოლოსა და ჩახრუხაძის მარშრუტებები.  მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ქართველ მოგზაურებს არანაკლები ღვაწლი მიუძღვით მსოფლიოს კვლევასა და შესწავლაში, ვიდრე სხვა დიდ და პატარა მოგზაურებს.  შესაძლოა უფრო მეტადაც აღემატებოდა ზოგიერთი ქართველის ღვაწლი ამ მხრივ, თუმცა მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა  მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილნი ან საერთოდ უცნობნი არიან.

ქართველ მოგზაურთა მარშრუტები


    10 მიზეზი,  თუ „რატომ უნდა იმოგზაუროს ადამიანმა?“
  1. მოგზაურობა საუკეთესოწამალიჯანმრთელობისთვის
  1. მოგზაურობა საუკეთესო გზაცხოვრებისეული გამოცდილებებისთვის
  1. მოგზაურობისას  ხდები უფრო ტოლერანტული და მეგობრული
  1. მოგზაურობა ქმნის ურთიერთობებს და მეგობრებს
  1. მოგზაურობა ხელს გიწყობს საკუთარი თავის აღმოჩენაში
  1. მოგზაურობა საუკეთესო მთხრობელი
  1. მოგზაურობა ხელს უწყობს სიახლის მიღებადა გააზრება
  1. მოგზაურობა  გეხმარება შეიცნო  და დააფასო საკუთარი სიმდიდრე“
  1. მოგზაურობა გეხმარება განათლებაში
  1. მოგზაურობისას  ხვდები, რომ ახლა, შენი დროა!...
 

 


ეროვნული გმირები - მერაბ კოსტავა

24 მაისს  ისტორიის კლუბ "დავითისანის"  აქტივობა მიეძღვნა ეროვნულ გმირებს.  სკოლაში  ჩატარდა გამოკითხვა 7-11 კლასებში. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:

  1. რა იციან ეროვნული გმირების შესახებ? 
  2. რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომ ეროვნულ გმირად იქცეს ბოლოს? 
  3. რამდენი ეროვნული გმირი ჰყავს საქართველოს? 
  4. თუ იციან რომელიმე მათგანის შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაცია? 
პასუხები ძალიან საინტერესო იყო. ერთ რამეში მოსწავლეები თანხმდებოდნენ, რომ ეროვნული გმირები ძლიერები, უშიშრები,  ქვეყნისა და ხალხისათვის თავდადებული ადამიანები არიან.

კლასებში ჩატარდა საუბრები ეროვნულ გმირებზე. მოსწავლეები ასევე გაეცნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს და გაარკვიეს, თუ რა შემთხვევაში და ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული გმირი. დაათვალიერეს თითოეული ეროვნული გმირის ფოტოები და მოისმინეს მოკლე ინფორმაციები მათ შესახებ.  ასევე დაათვალიერეს სახელმწიფო ჯილდოების ვიზუალი.

გამოყენებული მასალები:
საქართველოს ეროვნული გმირები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

მოგვიანებით,  ჩვენი კლუბისა  და ქ. რუსთავის საბავშვო ბიბლიოთეკა "ნაკადულის" ერთობლივი აქტივობით ჩატარდა 26 მაისს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. კლუბის წევრებმა ნახეს ფილმი მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ თემაზე ისაუბრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ჩქარეულმა. საღამოს დასასრულს  მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვები, რომლებსაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი.  ეს დღე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი დღე იყო მოსწავლეთა ცხოვრებაში.


 







"ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული..."

ისტორიის კლუბის მორიგი აქტივობა  თბილისში 1989 წლის 9 აპრლის ტრაგედიას მიეძღვნა. 8 აპრილს ჩატარდა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია "ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული...".  მოსწავლეებმა წარმოადგინეს აპრილის დღეების ქრონიკა, წაიკითხეს ლექსები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპულთა სულები, თითოეულ მათგანს სანთელი დაუნთეს სულის საოხად.  კლუბის წევრებმა ისაუბრეს  იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის მიზეზებსა და შედეგებზე.  საღამოს ბოლოს მათ მაყურებელთან და უფროს მასწავლებლებთან ერთად შთაბეჭდილების ფურცელზე გადმოსცეს თავიანთი აზრები და გრძნობები საუკუნის  დანაშაულის მიმართ.



 

ქალთა დღეები საქართველოში - 3 და 8 მარტი.

 "ია-ია დაგიკრიფე
ლურჯთვალა და კოპწია
8 მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია.."



ეს სხდომა, რომელიც 6 მარტს ჩატარდა,  გაზაფხულის ზეიმებს - ქალთა დღეებს 3 და 8 მარტს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მოისმინეს 8 მარტის დაარსების ისტორია.  დაათვალიერეს დაათვალიერეს ფოტოები, რომელსაც "დედაშვილობა" ვუწოდეთ.  ასევე, მოისმინეს დედისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების წერილები, მოისმინეს თბილი და ტკბილი სიტყვებით გადმოცემული სენტიმენტალური გრძნობები დედებზე და პატარა  თავინთი შთაბეჭდილებების პანაწერებიც დაგვიტოვეს.

მასალა, რომელსაც გაეცნენ კლუბის წევრები





"დედაშვილობა" - ასე უწოდეს ამ ნახატებს კლუბის წევრებმა.

 

 



მოსწავლეთა ჩანაწერები:

 

ტრადიციად ქცეული პროექტი.



ქართული სახელმწიფო დროშის დღე -   პროექტი:  ”დაამზადე საქართველოს დროშა“ 
 ეს აქტივობა მივუძღვენით საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს 14 იანვარს.  იგი ტრადიციულად ტარდება უკვე მეორე წელია და  როგორც წესი, პროექტში ებმება მთელი სკოლა - მოსწავლეებიან-მასწავლებლებიან-მშობლებიანად.
ჩატრდა საუბრები სახელმწიფო დროშასა და მის მნიშვნელობაზე.
დამზადდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები სახელმწიფო დროშის გამოსახულებით.
გავრცელდა ინფორმაციები, რომ ქართული დროშა არის ერთ-ერთი უძველესი დროშა მსოფლიოში, რომ ის თავისი სიძველით მეორე ადგილზე დგას ასაკით.
23 იანვარს გაიხსნა სასკოლო გამოფენა.
მოეწყო დროშის ხატვის გაკვეთილები დაწყებით საფეხურზე.
მოეწყო ინტერნეტპროექტი საქართველოს მასშტაბით სოციალურ ქსელ ფეისბუქში, რომელმაც როგორც გასულ წელს, ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გასული წლის პროექტში საქართველოს 15-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მასალები იხილეთ აქ:
დაამზადე საქართველოს დროშა
ჩვენი ალბომი იხილეთ აქ: 

ახალი პროექტის მასალები იხილეთ აქ:
დაამზადე საქართველოს დროშა - 2019 წ.

ჩვენი ალბომი ახალ პროექტში

ახალი წელი საქართველოში



2018 წლის 26 დეკემბერს  ჩატარდა ისტორიის კლუბის კიდევ ერთი სხდომა საინტერესო თემაზე: "ახალი წელი საქართველოსა და მსოფლიოში". სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო პრეზენტაცია. აგრეთვე მოსწავლეებმა ისაუბრეს მიიღეს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საახალწლო ტრადიციების შესახებ...

"ახალი წელი საქართველოსა და მსოფლიოში"